გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ფლიკი ბოლომდე დარწმუნებული არ არის | ჟერარ რომერო მიქაუტაძეზე

გიორგი მიქაუტაძე „ბარსელონას“ სამიზნეა. „ბლაუგრანა“ ხულიან ალვარესის გაფორმებაზეა ორიენტირებული, თუმცა თუ „ატლეტიკოსთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწია, ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება, რომელთა შორის ქართველი ფეხბურთელიცაა.

„ბლაუგრანასთან“ დაახლოებულმა ჟურნალისტმა, ჟერარ რომერომ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი მიქაუტაძის ტრანსფერში ბოლომდე დარწმუნებული არ არის.

„ამ მომენტისთვის ჰანსი ფლიკი მიქაუტაძეში დარწმუნებული არ არის. კლუბის სპორტულ დირექტორს, დეკუს ფეხბურთელის სჯერა და თვლის, რომ მისი ტრანსფერი გუნდის შეტევას გააძლიერებს“, — აცხადებს რომერო.

ცნობისთვის, ახლახან El Chiringuito-ს ჟურნალისტმა, ხოსე ალვარეს ჰაიამ მიქაუტაძეზე ისაუბრა. მისი თქმით, კლუბის შიგნით მიქაუტაძეს ძალიან კარგი შეფასებები აქვს იმ მახასიათებლების გამო, რომლებიც გუნდს იდეალურად მოერგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პსჟ-ის ჯადოქარი გარემარბი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“ | Goal-ის სტატია ხვიჩაზე
„პსჟ-ის ჯადოქარი გარემარბი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“ | Goal-ის სტატია ხვიჩაზე