ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

ოდიშარიას რფს მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა | ჭანტურიშვილი მომდევნო ეტაპზეა

ლაშა ოდიშარიას „რფს“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცს“ დაუპირისპირდა. ჩეხებმა პირველი შეხვედრა საშინაო კედლებში 2:0 მოიგეს, განმეორებით მატჩში კი 2:1 იმარჯვეს და პლეიოფში გავიდნენ.

ორივე ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ოდიშარიამ მოედანზე 84 წუთი გაატარა, ჭანტურიშვილი კი 86-ზე შეცვალეს. ლაშა მეორე ტაიმში განსაკუთრებით აქტიური იყო და საგოლე გადაცემასთანაც ახლოს გახლდათ, თუმცა მისი ჩაწოდების შემდეგ იანის იკაუნიეკსმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

რაც შეეხება მატჩს, შეხვედრის მეოთხე წუთზე „რფს“-ს მეკარემ არც თუ ისე დამაჯერებლად ითამაშა და რიჩარდ სედლაჩეკმა ანგარიში გახსნა. 22-ე წუთზე „იაბლონეცმა“ პენალტი გამოიყენა — 2:0. 38-ე წუთზე „რფს“-მა ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა და ორი მატჩის ჯამში, 1:4 დამარცხდა.

ცნობისთვის, „იაბლონეცი“ მომდევნო ეტაპზე „იაგიელონიასა“ და „რეინჯერსის“ წაგებულს დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა პოლონეთში „იაგიელონიამ“ 2:1 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იქნებ მთავარი ფავორიტიც არის?“ - footmercato კვარასა და ოქროს ბურთზე
„იქნებ მთავარი ფავორიტიც არის?“ - footmercato კვარასა და ოქროს ბურთზე