„მობილურის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია“ - რაფინია იამალზე
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი მუდამ იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ რაფინია მინდორზე პროდუქტიულად გარჯის პარალელურად, გასახდელშიც ლიდერის თვისებებით არის დაჯილდოებული და ცდილობს თანაგუნდელებს თუ რაიმე პრობლემები შეექმნებათ, მაშინვე გვერდში ამოუდგეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რომელიც პერიოდულად კატალონიური კლუბის კაპიტნის სამკლავურსაც ირგებს, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ახალგაზრდა ლამინ იამალზე დეტალურად ისაუბრა.
რაფინია
ლამინს გამუდმებით მობილური ტელეფონი უჭირავს ხელში, რაც მისი ასაკიდან გამომდინარე, სრულიად ნორმალური მოვლენაა. ყველა სოციალურ ქსელშია დარეგისტრირებული და გამუდმებით რაღაც შეტყობინებებს პასუხობს. დილით სულ გამოუძინებელი სახე აქვს, რადგან დარწმუნებული ვარ, ძალიან გვიან იძინებს. იმის გამო კი არა, რომ წვეულებებზე დადის და ერთობა, არამედ იმიტომ, რომ გვიანობამდე ტელეფონშია ჩართული.
შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში „ბარსელონას“ ფეხბურთელებიდან „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატებად სწორედ რაფინია და ლამინ იამალი მოიაზრებოდნენ, თუმცა უსმან დემბელემ ორივე მათგანს დიდი უპირატესობით აჯობა.