ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

„ძალიან პერსპექტიული მარცხენა გარემარბია“- იტალიური მედია თორნიკე კვარაცხელიაზე წერს

იტალიური მედია საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროს ძმაზე წერს.

15 წლის თორნიკე ამჟამად თბილისის „დინამოს“ აკადემიასა და საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში თამაშობს.

რას წერს Sportitalia:

„კვარაცხელიების სახლში ფეხბურთი საოჯახო საქმეა. მაშინ, როდესაც „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი, ახლა უკვე საფრანგეთში, პსჟ-ის მაისურით აჯადოებს გულშემატკივრებს, ყურადღება მიაქციეთ ქართველის უმცროს ძმას, რომელიც უკვე იწყებს საკუთარი ტალანტის დემონსტრირებას. თავდაპირველად ხვიჩა კვარაცხელია, შემდეგ კი თორნიკე კვარაცხელია.  ის მხოლოდ 15 წლისაა, მაგრამ „ნაპოლის“ ყოფილი მოთამაშის ძმა უკვე იწყებს საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებას. მისი ნიჭი ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ რამდენიმე ვიდეოში, სადაც ის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მაისურით თამაშობს“.

„თორნიკე კვარაცხელია „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელის უმცროსი ძმაა და უკვე იწყებს ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდული სცენის მოხიბვლას. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მაისურით თამაშისას, თორნიკე მეტოქეების დაძლევისას ისეთი დრიბლინგებით გამოირჩევა, რომლებიც უფროსი ძმის მოქმედებებს მოგვაგონებს, განსაკუთრებით „ნაპოლიში“ თამაშის პერიოდში. 2010 წლის 7 თებერვალს დაბადებული თორნიკე, ძალიან პერსპექტიული მარცხენა გარემარბია. მას იმედი აქვს, რომ უფროსი ძმის კვალს გაჰყვება“.

შეგახსენებთ, რომ  თორნიკე „დინამოში“ გადასვლამდე „ინტერის აკადემიაში“ ირიცხებოდა, მანამდე კი ვიკინგებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი პენალტი აიკიდა - გოგლიჩიძის კოშმარული საღამო ტურინში
ორი პენალტი აიკიდა - გოგლიჩიძის კოშმარული საღამო ტურინში