კვარა გოლთან ახლოს იყო - პსჟ-მ ლორიენს ვერ მოუგო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი აუტსაიდერ ლორიენს დაუპირისპირდა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა. ლუის ენრიკემ მისი დასვენება გადაწყვიტა, თუმცა კვარას თამაში ჩართვა მაინც საჭირო გახდა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ნუნუ მენდეშმა 49-ე წუთზე ანგარიშ გახსნა, რასაც ზუსტად 2 წუთში იგორ სილვამ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.
ქართველი ფეხბურთელი მინდორზე 62-ე წუთზე გამოჩნდა. ბევრს აქტიურობდა და მატჩის 88-ე წუთზე გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა მეტოქე გუნდის მეკარემ მისი დარტყმა მოიგერია. საბოლოოდ მეტი გოლი აღარ გასულა და გუნდები თითო ქულას დასჯერდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი საგოლე მოქმედება აქვს. წინა ტურში ბრესტთან საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლის გატანა მოახერხა.