გიორგი შერმადინი
Aa
Aa

მეთოთხმეტედ კარიერაში - შერმადინი ლიგა ენდესას თვის MVP გახდა

36 წლის გიორგი შერმადინი სოლიდურ სპორტულ ასაკში ყოფნის მიუხედავად, ძველებურ ფორმას ინარჩუნებს და არამხოლოდ „ლაგუნა ტენერიფეს“, არამედ მთლიანად ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის გამორჩეულ მოთამაშედ ითვლება. ამის დასტური მისი ბოლო მიღწევაა - ქართველი ცენტრი ლიგა ენდესას ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და თვის ლაურეატი კარიერაში მეთოთხმეტედ გახდა.

ჩემპიონატის საწყის ოთხ მატჩში შერმადინი საშუალოდ 18,5 ქულას და 8 მოხსნას აგროვებდა, ხოლო მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27 შეადგინა. გიორგიმ გათამაშება „მანრესასთან“ 25 წუთში დაგროვებული 28 ქულით, 7 მოხსნითა და 2 ასისტით დაიწყო, რითაც პირველი ტურის MVP გახდა. ამას მოჰყვა ყოფილ გუნდთან, „ანდორასთან“ დაგროვებული 18 ქულა და 9 მოხსნა, „მურსიასთან“ 18 წუთში 13 ქულა და სულ ბოლოს „უნიკახასთან“ 15 ქულა.

ვეტერანი ქართველი კალათბურთელის წყალობით „ლაგუნა ტენერიფემ“ ესპანეთის ლიგა ენდესაში საწყისი ოთხივე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ტორონტოში | 21 წუთში 16 ქულა ჩააგდო
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ტორონტოში | 21 წუთში 16 ქულა ჩააგდო