ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

გეიჯი: ჯერ პიმბლეტი უნდა გავთიშო, შემდეგ კი საშიშ ბიჭს შევხვდები

ჯასტინ გეიჯის ილუზია არ აქვს და აცნობიერებს, რომ პედი პიმბლეტთან მსუბუქ წონაში დროებითი ტიტულისთვის ბრძოლა მისი ბოლო შესაძლებლობაა, მიაღწიოს UFC-ის საჩემპიონო ქამრამდე.

„აღფრთოვანებული ვარ ამ შესაძლებლობით. სისულელე იქნებოდა, მეფიქრა, რომ ეს ჩემი კარიერის დასაწყისია. ეს ჩემი ბოლო შანსია. შესაძლებლობა, დავასრულო კარიერა ისე, როგორც მინდა – ეს არის ყველაფერი, რაზეც შეიძლებოდა მეოცნება. პედისთან ვიბრძოლებ დროებითი ტიტულისთვის. თუ მოვიგებ, ილია თოფურიასთან მივიღებ ბრძოლას. ახლა ილია ყველაზე საშიში ბიჭია ჩემს დივიზიონში, ზოგი კი ფიქრობს, რომ მსოფლიოშიც ყველაზე საშიში. ეს ჩემი შესაძლებლობაა, დავასრულო კარიერა ზუსტად ისე, როგორც მთელი ეს დრო ვიბრძოდი,“

– თქვა ამერიკელმა თავის YouTube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

37 წლის მსუბუქწონოსანი, რომელიც შერეული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მებრძოლია, ბოლო ბრძოლებში უფრო მეტად სტრატეგიას ეყრდნობოდა. სწორედ ასეთი მიდგომის გამოყენებას გეგმავს ის ბრიტანელთან დაპირისპირებაში, რომელიც 24 იანვარს ლას-ვეგასში UFC 324-ზე მთავარი მოვლენა იქნება.

„შეუძლებელია, მუდამ იდეალური იყო. ამიტომ, ჩემი ამოცანა ახლა არის, რომ შვიდი კვირის განმავლობაში 25 წუთის მანძილზე ვიყო იდეალური. მე ბევრი რამ გამოვიარე, უდიდესი გამოცდილება მივიღე და ბევრი ვისწავლე – ვიცი, როგორ გავაკეთო ეს. ახლა ჩემს ინტუიციასა და ჩემს სხეულს უნდა ვენდო. საბოლოო ჯამში, სწორედ მომზადება მომცემს თავდაჯერებულობას, რომ ბრძოლა საუკეთესო ფორმით წარვმართო.

მე ვაპირებ იდეალური ბრძოლა ჩავატარო, და როდესაც იდეალურად ვიბრძვი, ჩემი დამარცხება მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობით შეიძლება. მაგრამ გამოწვევა ჯერ კიდევ წინაა. ამ საღამოს იდეალური უნდა ვიყო, რომ ნოკაუტით დავამარცხო პედი და დავიმსახურო სატიტულო ბრძოლა თეთრი სახლის ტურნირზე. ასეთია გეგმა. ვფიქრობ, თუ ამას შევძლებ, ეს იქნება საუკეთესო გზა, რომლითაც შემიძლია ჩემი კარიერის დასრულება წარმოვიდგინო,“

– დაამატა გეიჯიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები