„პერეირას თემა უნდა დავხურო“ - ანკალაევი ცვლილებას გეგმავს
UFC-ში ქვემძიმე წონით კატეგორიაში მსუბუქ და ქვესაშუალო დივიზიონისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდში ცნობები ნაკლებად ვრცელდება. მას შემდეგ, როდესაც ალექს პერეირამ რემატჩში მაგომედ ანკალაევი დაანოკაუტა და დაკარგული საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა, თითქოს დაღესტნელმა ფარ-ხმალი დაყარა და ბრძოლა შეწყვიტა, თუმცა ეს უკანასკნელი მსგავს რამეს რომ არ დაუშვებს, მისი კომენტარიდანაც ნათლად ჩანს.
მაგომედ ანკალაევი
მსურს საჩემპიონო ქამრისთვის ვიბრძოლო. მითხრეს, რომ მაისში ვიჩხუბებ, თუმცა მეტოქის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცი. პერეირასგან სიახლეები არ ისმის. მასთან დაპირისპირება და „პოატანის“ თემის დახურვა მინდა - არ აქვს მნიშვნელობა ჩხუბი ქამრისთვის იქნება, თუ არა. ამის შემდეგ კი მძიმე წონით დივიზიონში გადასვლაზე სერიოზულად ვიფიქრებ“.
ცნობისათვის, ალექს პერეირასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. არსებობს მოსაზრება, რომ ბრაზილიელი მძიმე წონაში გადადის და სამი დივიზიონის ჩემპიონობა სურს, თუმცა მეორე ცნობის მიხედვით ის დარჩება და ხამზატ ჩიმაევთან იბრძოლებს, რომელსაც საშუალო წონიდან ამოსვლა სურს.