კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„კონტრაქტს ველოდები“ - კონორი თეთრ სახლში იჩხუბებს?

კონორ მაკგრეგორმა შესაძლოა, თეთრი სახლის ქარდზე იჩხუბოს. ირლანდიელმა მებრძოლმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა:

„მეტოქე და ბრძოლის თარიღი შემომთავაზეს, ახლა კი კონტრაქტს ველოდები“.

თუმცა, ამის დაწერიდან რამდენიმე წუთში კონორ მაკგრეგორმა პოსტი წაშალა. მედიაში კი ვარაუდობენ, რომ ამ პოსტით ირლანდიელმა მებრძოლმა თეთრ სახლში ჩხუბის შესახებ მიანიშნა. კონორს ბოლო პერიოდში არაერთხელ უთქვამს, რომ თეთრ სახლში ბრძოლის გამართვა სურს.

რამდენიმე დღის წინ დენა უაითმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თეთრი სახლის ღონისძიების საბრძოლო ქარდი უკვე მზად არის, თუმცა დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უახლოეს კვირაში ყველა ბრძოლა გაირკვევა“ - დენა უაითი თეთრ სახლზე
„უახლოეს კვირაში ყველა ბრძოლა გაირკვევა“ - დენა უაითი თეთრ სახლზე