„უახლოეს კვირაში ყველა ბრძოლა გაირკვევა“ - დენა უაითი თეთრ სახლზე
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა უარყო ინფორმაცია თეთრ სალხში კოლბი კოვინგტონისა და კონორ მაკგრეგორის ჩხუბის ჩანიშვნის თაობაზე და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ამ ღონისძიებაზე გასამართი ყველა ბრძოლის მონაწილე გახდება ცნობილი.
დენა უაითი:
„ხვალ შედგება შეხვედრა თეთრ სახლში. მაიკ მეინარდი ამისთვის ვაშინგტონში მიფრინავს. უახლოეს უქმეებზე ყველა ბრძოლა შერჩეული გვექნება“.
როგორც ცნობილია, თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიება 14 ივნისს გაიმართება. ღონისძიება თეთრი სახლის ეზოში მოწყობილ სცენაზე გაიმართება და მას 3-4 ათასი ადამიანი დაესწრება. წინასწარი მონაცემებით, ღონისძიება 6-7 ბრძოლისგან შედგება. ასევე ცნობილია, რომ აწონვების ცერემონია ლინკოლნის მემორიალთან გაიმართება, მებრძოლები კი ოქტაგონისკენ ოვალური კაბინეტიდან გავლენ.
ასევე გეტყვით, რომ დიდი ალბათობით თეთრი სახლის ღონისძიებაზე ილია თოფურია დაბრუნდება - „ელ მატადორის“ მეტოქე მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი უნდა იყოს, რომელმაც იანვარში პედი პიმბლეტი დაამარცხა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მისივე თქმით, UFC-ისგან მან მიიღო პირობა, რომ პიოტრ იანის მომდევნო მეტოქე სწორედ „მანქანა“ იქნება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იანი რუსეთის წარმომადგენელია, ეს ბრძოლა თეთრ სახლში ვერ გაიმართება.