პიოტრ იანი, შონ ომალი, შონ ომალი
Aa
Aa

ომალი იანს: ზურგის ოპერაციის შემდეგ მერაბს უნდა ეჩხუბოს? შეცდომას უშვებს

შონ ომალი მიიჩნევს, რომ ოპერაციის შემდეგ, პიოტრ იანისთვის მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა ნაადრევია.

„მაცოფებს იმის გაფიქრება, რომ პიოტრი ოპერაციის შემდეგ ბრუნდება და მისი პირველივე მეტოქე მერაბი იქნება.

აპირებ დვალიშვილს ეჩხუბო ზურგის ოპერაციის შემდეგ იმავე წლის განმავლობაში? ძმაო, ეს საშინელ შეცდომად ჟღერს. მე არ ვაპირებ იანთან ჭიდაობას. რაში გჭირდება მას მერაბი, როცა მე ვარსებობ? მე ხომ საშინელი მოჭიდავე ვარ“,

- განაცხადა ომალიმ.

პიოტრ იანმა ზურგის ოპერაცია იანვარში გაიკეთა. მან აღნიშნა, რომ რეაბილიტაციას რამდენიმე თვეში დაასრულებს.

ომალი იანს ირონიულად მიანიშნებს ამ შესაძლო შეცდომაზე და თან მეტოქედ საკუთარ თავს „სთავაზობს“, რადგან თვლის, რომ ოპერაციაგავლილი ზურგისთვის მერაბთან ჭიდაობა დამანგრეველი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები