„ამ სპორტში ყველაზე დიდი ვარსკვლავია“ - დუ პლესი თოფურიათი აღფრთოვანებულია
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად რეიტინგის მეორე ნომერმა, დრიკუს დუ პლესიმ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი ამჟამად MMA-ში მთავარი სუპერვარსკვლავია.
რას ამბობს დუ პლესი:
„ილია თოფურია ამჟამად ამ სპორტის ყველაზე დიდი ვარსკვლავია. ის, რისი გაკეთებაც მან შეძლო, წარმოუდგენელია. მისი ბრძოლის სტილის უდიდესი გულშემატკივარი ვარ, რადგან ის უბრალოდ კი არ იგებს – ის ამას საოცრად სანახაობრივად აკეთებს, ისე, როგორც იმ ხალხს აქამდე არასდროს მოუგია.“
შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი 14 ივნისს, საქართველოს დროით კი 15 ივნისის დილას გაიმართება. ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა და ბრძოლისთვის მომზადებას ადგილიდან გააგრძელებს.