ილია თოფურია, დენიელ კორმიე
Aa
Aa

„მომეწონა, როდესაც თოფურია გაბრაზდა...“ - რას ამბობს დენიელ კორმიე

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, დენიელ კორმიემ, რომელიც ამჟამად ამავე ორგანიზაციის კომენტატორია, თეთრი სახლის ბრძოლებზე ისაუბრა და ილია თოფურიასაც შეეხო.

რას ამბობს კორმიე:

„ყოველთვის მომწონს, როცა ბრძოლას თრეშ-თოქი ახლავს თან — განსაკუთრებით საჩემპიონო ბრძოლას და განსაკუთრებით ასეთი მასშტაბის დაპირისპირებას, რომელსაც სპორტის ისტორიაში საუკეთესო ფონი აქვს — თეთრი სახლი. იქ ორი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება გულშემატკივრების იმხელა აუდიტორიის წინაშე, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში აქამდე არასდროს გვინახავს.“

„ბრძოლის გარშემო გჭირდება ისეთი მოვლენები, რომლებიც რიგით გულშემატკივარს ათქმევინებს: „ეს აუცილებლად უნდა ვნახო“. მესმის, რომ თეთრი სახლი ბევრ ისეთ ადამიანს მოიზიდავს, ვინც აქამდე შეიძლება არც გვიყურებდა. მაგრამ ახლა, როცა ვხედავ, რომ ადრინდელივით დიდი თავაზიანობა აღარ იგრძნობა, ეს მომწონს. მომწონს ეს სიუჟეტური ხაზები. მომეწონა, როცა დავინახე, როგორ გაბრაზდა ილია თოფურია იმაზე, რომ ჯოშ ჰოკიტი ალექს პერეირას ესხმოდა თავს. მომეწონა ის პრესკონფერენცია, რადგან ამ ყველაფრის დიდი გულშემატკივარი ვარ.“

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი 14 ივნისს, საქართველოს დროით კი 15 ივნისის დილას გაიმართება. ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა და ბრძოლისთვის მომზადებას ადგილიდან გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მალე გაჩუმდება“ - თოფურიამ გეიჯის უპასუხა
„ძალიან მალე გაჩუმდება“ - თოფურიამ გეიჯის უპასუხა