ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ძალიან მალე გაჩუმდება“ - თოფურიამ გეიჯის უპასუხა

UFC Freedom-ის მთავარი ბრძოლის მონაწილეებს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. რამდენიმე დღის წინ ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა კარგად ხვდება, თუ რატომ დაშორდა ილიას ცოლი, რადგან ის გამუდმებით საკუთარ სიძლიერეზე საუბრობს და ამ ყველაფრის მოსმენა ნებისმიერისთვის აუტანელი იქნებოდა. გეიჯის ამ ნათქვამს კი, „ელ მატადორმა“ სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა.

ილია თოფურია

ეს ზედმეტის მოლაპარაკე ბიჭუნა ძალიან მალე გაჩუმდება. გაჩუმდება მაშინვე, როდესაც ჩემი ხელების ძალას საკუთარ თავზე გამოცდის. დანარჩენზე აღარ ვისაუბრებ, ძალიან მალე ყველაფერს ოქტაგონში იხილავთ.

შეგახსენებთ, რომ იანვარში UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმბლეტი დაამარცხა, ხოლო ილია თოფურიამ უკანასკნელად ერთი წლის იჩხუბა და საჩემპიონო ქამარი ჩარლზ ოლივეირას გათიშვის შემდეგ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფული მაქვს, მაგრამ მხოლოდ მშობლიურ ქალაქში ვიცხოვრებ“ - მახაჩევის გეგმები
„ფული მაქვს, მაგრამ მხოლოდ მშობლიურ ქალაქში ვიცხოვრებ“ - მახაჩევის გეგმები