პერესის ამბიციური გეგმების ცენტრშია | TEAMtalk ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე
ავტორიტეტული გამოცემის, TEAMtalk-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო, ამ ეტაპზე ყველაზე დიდ გამოწვევად პარიზული კლუბის ქართველის გაყიდვაზე დათანხმება რჩება, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშის დაკარგვა არ სურს და არც ფინანსურ წნეხს განიცდის იმისთვის, რომ წინადადებები განიხილოს.
ამ დროისთვის რეალთან დაკავშირებით მთავარი ამბავი კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებია, თუმცა წყაროს ცნობით, კვარაცხელია სწორედ ის სუპერვარსკვლავია, რომელიც პერესის ამბიციური გეგმების ცენტრშია.
TEAMtalk: მაიკლ ოლისე, ჰარი კეინი, ერლინგ ჰოლანდი, ჟერემი დოკუ და ვიტინია პოტენციურ სამიზნეებად დასახელდნენ, თუმცა TEAMtalk-ისთვის კლუბთან დაახლოებული სანდო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ პსჟ-ის სუპერვარსკვლავ გარემარბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეა საუბარი, რომელიც სწორედ ის ფეხბურთელია, ვისზეც კლუბის შიგნით მსჯელობენ, პოტენციური ტრანსფერისთვის გარკვეული ნიადაგი უკვე მომზადებულია. მოლაპარაკებები უკვე გაიმართა და მადრიდული კლუბის მმართველობის გარკვეული წრეები დარწმუნებულნი არიან, რომ 25 წლის ფეხბურთელი მზად იქნება ესპანეთის დედაქალაქში გადასაბარგებლად''.
TEAMtalk-ის ცნობით, თუ კვარაცხელიას რეალში ტრანსფერი შედგება, ვინისიუსის გაყიდვის ალბათობა მკვეთრად გაიზრდება: „კვარაცხელიას პოტენციურმა ტრანსფერმა შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანოს ვინისიუს ჟუნიორს. ბრაზილიელს კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ 12 თვე აშორებს და მისი გრძელვადიანი მომავლის გარშემო კვლავ გაურკვევლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების განახლებაზე მუშაობა გრძელდება, კიდევ ერთი ელიტური მარცხენა შემტევის მოსვლა გარდაუვლად გაზრდის ზეწოლას ვინისიუსის პოზიციაზე გუნდში. წყაროები მიუთითებენ, რომ კვარაცხელიას ტრანსფერზე აქტიური მუშაობა მხოლოდ გააძლიერებს იმ ვარაუდებს, რომ რეალმა შესაძლოა ვინისიუსის გაყიდვით სარგებელი ნახოს, ნაცვლად იმისა, რომ მისი უფასოდ გაშვება გარისკოს''.