ზლატან იბრაჰიმოვიჩი, არიედო ბრაიდა
Aa
Aa

„მოკრძალება და სწავლა არ აწყენდა“ - ბრაიდამ იბრაჰიმოვიჩს მიმართა

არიედო ბრაიდა „მილანის“ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 1986-2013 წლებში მუშაობდა და საკუთარ საქმეს იმდენად კარგად უძღვებოდა, რომ როსონერიში ანალოგიურ პოზიციაზე უკანასკნელ წლებში მომუშავე ადამიანები მასთან ახლოსაც ვერ მივლენ. სწორედ ამიტომ, ბრაიდას აზრი მისი ყოფილი კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ბევრისთვის საინტერესო მოსასმენი უნდა იყოს, რადგან მას საკმაოდ მწვავე განცხადება გამოუვიდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ღიად გააკრიტიკა.

არიედო ბრაიდა

როდესაც „მილანს“ ასეთ მდგომარეობაში ვხედავ, თვალზე ცრემლი მადგება. წარსულის წაშლა შეუძლებელია, რადგან სწორედ წარსულის გამოცდილების გაზიარება გაძლევს საშუალებას ძველებურ სიდიადეს დაუბრუნდე. ამჟამინდელ როსონერიში კი ნამდვილად არ არიან ისეთი ფიგურები, როგორებიც სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი იყვნენ.

კარდინალეს განცხადება მოვისმინე, სადაც ის შეეცადა მთელი პასუხისმგებლობა მალდინისთვის დაეკისრებინა, რომელიც დიდი ხანია იქ აღარ მუშაობს. მას ვეტყოდი, რომ პაოლო „მილანის“ ისტორია და მისი იგნორირებით დიდ შეცდომას უშვებენ. რაც შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩს, დიდი ფეხბურთელი იყო, თუმცა როგორც მენეჯერს მეტი მოკრძალება და სწავლა არ აწყენდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში „მილანი“ საკუთარ სტადიონზე უმოტივაციოდ მყოფ „კალიარისთან“ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე ზედიზედ მეორე წელი დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფავორიტები და მისი სიმპათიები - კაპელოს სამუნდიალო პროგნოზები
ფავორიტები და მისი სიმპათიები - კაპელოს სამუნდიალო პროგნოზები