თორნიკე კვარაცხელია, ნიკოლოზ კობზონაძე
Aa
Aa

თურქეთს გაუტანა | თორნიკე კვარაცხელიას გოლი 17-წლამდე ნაკრებში

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ამხანაგურ მატჩში თურქეთთან დამარცხდა (1:2). მე-20 წუთზე მუსაბ ჩაქიროღლუს გატანილ გოლს 27-ე წუთზე თორნიკე კვარაცხელიამ უპასუხა, საგოლე პასი ნიკოლოზ კობზონაძის ანგარიშზეა. 62-ე წუთზე იიგით ქაბაქთაშმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.

გიორგი ჩიტაურმა თურქეთთან შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: მეტონიძე, კობზონაძე, თომაევი, ნიკოლოზ ფოცხვერია (კ), ჩიქოვანი, ხარაზი, გოგუა (ჭიკაიძე 61), დუმბაძე (ქურასბედიანი 61), ოჩიგავა (მაჭარაშვილი 75), კვარაცხელია, სახვაძე (კაკულია 88)

ამხანაგური მატჩი ბუქარესტთან ახლოს, ტექნიკურ ცენტრ ბუფტიაში გაიმართა. ამავე ცენტრში, 9 ივნისს ჩიტაურის გუნდი რუმინეთს შეხვდება, მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

17-წლამდე ნაკრები აღნიშნულ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:

მეკარეები: შოთა მეტონიძე (ტორპედო ქუთაისი), ელიას მიოლერი (ვაკერ ბურგჰაუზენი, გერმანია).

მცველები: ანდრია ფოცხვერია (ინტერის აკადემია თბილისი), ნიკოლოზ თომაევი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ კობზონაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უღრელიძე (იბერია 1999), ილია კვარაცხელია (სელერო), სანდრო ხარაზი (ინტერის აკადემია თბილისი), დემეტრე ჩხარტიშვილი (ინტერის აკადემია თბილისი), გაბრიელ გოგუა (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი (ინტერის აკადემია თბილისი), დავით მაჭარაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ოჩიგავა (დინამო თბილისი), ერეკლე კაკულია (სელერო), დემეტრე ქურასბედიანი (დინამო თბილისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ჯუმბერ დუმბაძე (პორტუსი ბათუმი), კახი კოჭუაშვილი (იბერია 1999).

ფორვარდები: ლევან ჭიკაიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ სახვაძე (დინამო თბილისი).

თურქეთთან საგოლე პასის ავტორი ნიკოლოზ კობზონაძე „კონტრშეტევის'' ეპიზოდში

თურქეთთან გოლის ავტორი თორნიკე კვარაცხელია „კონტრშეტევის'' ეპიზოდში

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შანსს ის მიიღებს, ვისაც სათამაშო დრო ექნება | ვილი ხარატიშვილზე დასმულ კითხვაზე
შანსს ის მიიღებს, ვისაც სათამაშო დრო ექნება | ვილი ხარატიშვილზე დასმულ კითხვაზე