გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

ჭიკაძე ივნისში აღარ იჩხუბებს - მიზეზი ცნობილია

21 ივნისს გასამართი გიგა ჭიკაძისა და ვინისიუს ოლივეირას ბრძოლა გაუქმდა. ამის მიზეზი ტრავმა ნამდვილად არ არის, უბრალოდ ნევადის შტატის ათლეტთა კომისია „ნინძას“ არ აძლევს უფლებას მათ ტერიტორიაზე 24 ივნისამდე ბრძოლა ჩაატაროს, რის გამოც გიგა ამ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, UFC-ის ხელმძღვანელებმა ბრაზილიელ მებრძოლს ახალი მეტოქე მალევე გამოუძებნეს და უკვე ცნობილია, რომ ჭიკაძის მაგივრად ვინისიუსი ამერიკელ ანდრე ფილის დაუპირისპირდება. თავად გიგას კომენტარი მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გავრცელებულა და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ახსნა-განმარტებას აუცილებლად გააკეთებს.

ცნობისათვის, გიგა ჭიკაძეს UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ზედიზედ სამი მარცხი აქვს - 37 წლის ქართველმა სპორტსმენმა არნოლდ ალენთან, დავიდ ონამასთან და კევინ ვალეხოსთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯოშ ემეტი დაანოკაუტა | კევინ ვალეხოსის ბრწყინვალე პერფორმანსი
ჯოშ ემეტი დაანოკაუტა | კევინ ვალეხოსის ბრწყინვალე პერფორმანსი