ერიქსენს კვლავ გულის შეტევა ჰქონდა - დანიელი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს
დანიის ნაკრების ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენი უკრაინასთან ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა და მოედანზე უგონოდ დაეცა.
Cristian Eriksen, Ukranya maçı sırasında yere yığıldı.
— Play Zone (@playzone_9) June 7, 2026
Karşılama başka bir tarihe ertelenirken, Eriksen'in bilincinin açık olduğu bildirildi.
pic.twitter.com/OVEjFsN5LE
34 წლის ფეხბურთელს სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებმა სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს და საბედნიეროდ, საფეხბურთო სამყარო დიდ ტრაგედიას გადაარჩინეს. ერიქსენი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, როგორც იწერება, ფეხბურთელი გონზე იყო და სიარულიც შეძლო.
შექმნილი ვითარების გამო, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა 34 წლის მოთამაშის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ერიქსენის თანაგუნდელები მომხდარს მძიმედ განიცდიდნენ და ემოციებს ვერ მალავდნენ. სტადიონზე ჩამოწოლილი რამდენიმეწუთიანი სამარისებური სიჩუმის შემდეგ, ერიქსენმა მოედნის დამოუკიდებლად დატოვება შეძლო. ფეხბურთელი, რომელსაც მეუღლე ახლდა, ტრიბუნებიდან გულშემატკივართა ოვაციების ფონზე გააცილეს, თუმცა დანიისა და უკრაინის მატჩი აღარ განახლებულა.
მოგვიანებით, დანიის ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელ X-ში ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ერიქსენი გონზეა და შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ფეხბურთელს მსგავსი შემთხვევა 2021 წელს, ევროპის ჩემპიონატზე ფინეთის წინააღმდეგ გამართულ სადებიუტო მატჩშიც შეემთხვა, როცა მას გულის გაჩერება დაუფიქსირდა. მოგვიანებით ერიქსენს სპეციალური იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუნერგეს. ცნობისთვის, „ვოლფსბურგის“ ნახევარმცველმა ამ კვირის დასაწყისში დანიის ეროვნული ნაკრების მაისურით საიუბილეო, 150-ე შეხვედრა ჩაატარა.