მაქს ჰოლოუეი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ამაში აშკარად არ გაუმართლა“ – ჰოლოუეი მაკგრეგორს მიესალმება

11 ივლისს შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს დაუვიწყარი სანახაობა ელით. ამ დღეს UFC-ში თითქმის ყველა ბრძოლა დაძაბულობით აღსავსე უნდა გამოდგეს, თუმცა ბუნებრივია განსაკუთრებულ ინტერესს ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული კონორ მაკგრეგორის ოქტაგონში კიდევ ერთხელ გამოჩენა იწვევს, რომლის მეტოქეს მაქს ჰოლოუეი იქნება და ამ უკანასკნელმა სპორტის ამ სახეობის ირლანდიელ ლეგენდასთან დაპირისპირების წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

მაქს ჰოლოუეი

ბევრი ადამიანისგან გამიგია - მიუხედავად იმისა, რომ საწვრთნელი კემპი უკვე დაწყებული აქვს და თავდაუზოგავად ვარჯიშობს, საბოლოო ჯამში კონორი ჩხუბზე მაინც უარს იტყვის. თუმცა, პირადად მე მგონია, რომ ეს ასე არ იქნება. როგორც ჩანს მაკგრეგორმა სპორტის გარეშე მოიწყინა და დასაბრუნებლად სერიოზულად არის განწყობილი. ახლობლები მეკითხებიან, ხშირად ვუყურებ თუ არა ჩვენს შორის გამართულ წინა ჩხუბს და მე ამაზე უარყოფითი პასუხი მაქვს. ეს ყველაფერი 13 წლის წინ იყო, როდესაც მეც და კონორიც ახალგაზრდები ვიყავით და ამ სპორტში სახელის მოხვეჭას ვცდილობდით. კარგია რომ ბრუნდება, ცუდი კი ის გახლავთ, რომ მისი მეტოქე მე ვიქნები.

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეის და კონორ მაკგრეგორის გზები ოქტაგონში ერთადერთხელ, 2013 წლის 17 აგვისტოს გადაიკვეთა და მაშინ ირლანდიელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. უკანასკნელად კი მაკგრეგორმა UFC-ში 2021 წლის 10 ივლისს იბრძოლა და დასტინ პორიესთან დამარცხდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილიონი დოლარი გეიჯის მოგებაზე | ცარუკიანი ილიას მარცხში დარწმუნებულია
მილიონი დოლარი გეიჯის მოგებაზე | ცარუკიანი ილიას მარცხში დარწმუნებულია