ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ფული მაქვს, მაგრამ მხოლოდ მშობლიურ ქალაქში ვიცხოვრებ“ - მახაჩევის გეგმები

ისლამ მახაჩევის მომდევნო ორთაბრძოლის თაობაზე ჯერჯერობით სიახლეები ისევ არ ისმის, თუმცა დაღესტნელი ჩემპიონი მზადებას უკვე დიდი ხანია შეუდგა და როგორც თავად აცხადებს, აგვისტოსთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. 34 წლის ისლამი სავარაუდოდ კარიერას მალე დაასრულებს და MMA-სთან საკუთარი ცხოვრების დაკავშირებას ახალგაზრდებს არ ურჩევს. ამ და სხვა თემებზე ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში მან ვრცლად ისაუბრა.

ისლამ მახაჩევი

ახალგაზრდებს თუ სურთ ჩემგან რჩევა, მათ ვეტყოდი, რომ შერეული ორთაბრძოლებით დაკავება არ ღირს, რადგან სხვა უკეთესი ალტერნატივები არსებობს. ამჟამინდელ თაობას MMA-თი ოჯახის შენახვა და საკმარისი ფულის გამომუშავება ძალიან გაუჭირდება.

მამაჩემი მიკრო ავტობუსის მძღოლი იყო, დედას კი პატარა კაფე ჰქონდა - ფული მხოლოდ საარსებოდ გვყოფნიდა. ღმერთს ვთხოვდი იმდენი მეშოვა, რომ ავტომობილი შემეძინა, თუმცა ახლა იმდენი ფული მაქვს, რამდენზეც ვერც ვიოცნებებდი. მოგზაურობის საშუალება მაქვს, მაგრამ ახლა სიმდიდრეზე არ ვფიქრობ - ჩემი გეგმები მთლიანად მახაჩკალაში ცხოვრებას უკავშირდება, რადგან მიყვარს ის ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე.

ცნობისათვის, ისლამ მახაჩევი UFC-ის ორი წონის ჩემპიონია - პირველად მან ქამარი მსუბუქ დივიზიონში მოიპოვა და ამ წონის ისტორიაში სარეკორდო რაოდენობის დაცვა აქვს. რამდენიმე თვის წინ კი, ჯეკ დელა მადალენასთან გამარჯვების შემდეგ ქვესაშუალო წონის ჩემპიონიც გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ვინმეს ილიას დამარცხება შეუძლია, ეს გეიჯია“ | მაიკლ ჩენდლერის ვარაუდი
„თუ ვინმეს ილიას დამარცხება შეუძლია, ეს გეიჯია“ | მაიკლ ჩენდლერის ვარაუდი