ალექს პერეირა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მისგან განსაკუთრებულს ველოდები“ - ვოლკანოვსკი თეთრი სახლის ღონისძიებაზე

თეთრი სახლის გრანდიოზულ ღონისძიებამდე, სადაც მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი უნდა იყოს, ზუსტად ერთი კვირა რჩება და ბუნებრივია, სხვადასხვა მებრძოლების მოსაზრებებითა და შეფასებებით მედიის წარმომადგენლები ხშირად ინტერესდებიან. ამჯერად მათ ობიექტივში UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი მოხვდა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ყველა დაპირისპირება საინტერესო და დაძაბულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ თეთრი სახლის ღონისძიება ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ჩხუბებით აღსავსე ქარდი. პირადად მე, ალექს პერეირასგან განსაკუთრებულ ამბებს ველოდები - რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ სირილ განს ბრაზილიელი ეფექტური ნოკაუტით მოუგებს და სამი წონის ჩემპიონი გახდება“.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ჯერჯერობით არ იცის, თუ ვისთან მოუწევს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაცვა, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით მისი მომავალი მეტოქე მოვსარ ევლოევი უნდა იყოს, რომელსაც კარიერის მანძილზე ყველა ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ბედნიერი ვიქნები“ - ილია მახაჩევთან შესაძლო ჩხუბზე
„ძალიან ბედნიერი ვიქნები“ - ილია მახაჩევთან შესაძლო ჩხუბზე