ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„თუ ვინმეს ილიას დამარცხება შეუძლია, ეს გეიჯია“ | მაიკლ ჩენდლერის ვარაუდი

მაიკლ ჩენდლერმა UFC Freedom 250-ის ღონისძიებაზე ისაუბრა და ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ჩხუბთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზი დააფიქსირა. ჩენდლერმა თანამემამულეს დაუჭირა მხარი და გეიჯის გამარჯვება ივარაუდა.

„ჩემი გული ამბობს, რომ ჯასტინი გაიმარჯვებს. ბოლო წლების განმავლობაში მე და გეიჯი ძალიან დავმეგობრდით. ჩვენ ერთნაირები ვართ — კოლეჯში ვჭიდაობდით და თავდაუზოგავად მშრომელი მშობლები გვყავს. ილია თოფურია ისეთი დაუმარცხებელი მებრძოლის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომლის მსგავსიც დიდი ხანია არ მინახავს, თუმცა ამ სპორტში დაუმარცხებელი არავინ რჩება.

თუ ვინმეს შეუძლია თოფურიას მოუგოს, ტიტული დაისაკუთროს და დაუმარცხებელი სტატუსი წაართვას — განსაკუთრებით, როდესაც აშშ-ის 250 წლის იუბილეა და სასწორზე ამდენი რამ დევს — ეს ჯასტინ გეიჯია. გეიჯის მხარეს ვიხრები და ვფიქრობ, ის გაიმარჯვებს“.

შეგახსენებთ, რომ გეიჯისა და თოფურიას ორთაბრძოლამდე რამდენიმე დღე რჩება. მათი დაპირისპირება თბილისის დროით 15 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთელები უკეთ უნდა გავიცნო“ - პრესეზონზე მამარდა ირაოლასთან იმუშავებს
„ფეხბურთელები უკეთ უნდა გავიცნო“ - პრესეზონზე მამარდა ირაოლასთან იმუშავებს