ფაბიო კაპელო, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

“გასახდელში ალკოჰოლის სუნი იდგა“ - კაპელომ რონალდოსთან მუშაობა გაიხსენა

ფაბიო კაპელოს ფეხბურთში იმდენი რამ აქვს ნანახი, რომ მხატვრული ფილმის სცენარს თავისუფლად დაწერდა.

მილანში მიმდინარე Milan Football Week-ზე მან კიდევ ერთხელ გაიხსენა კარიერის ყველაზე საინტერესო ეპიზოდები და რამდენიმე ხმაურიანი შეფასებაც გააკეთა.

ყველაზე დასამახსოვრებელი განცხადება საუკეთესო თავდამსხმელს შეეხებოდა, ვისთანაც ოდესმე უმუშავია.

კაპელო:

„ყოყმანის გარეშე, რონალდო ნაზარიოს კრიშტიანუ რონალდუსთან შედარებაც კი არ შეიძლება. მართალია, მას არ უყვარდა მსხვერპლის გაღება, ვარჯიში და დისციპლინა, მაგრამ ის ყველასგან გამორჩეული იყო. ისეთი ხარისხი ჰქონდა, როგორიც სხვა არცერთ ფეხბურთელში მინახავს. უნიკალური იყო.

კაპელომ ასევე გაიხსენა პერიოდი, როდესაც რეალში მუშაობისას ბრაზილიელი ვარსკვლავის გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა.

„ის მხოლოდ პრობლემებს ქმნიდა. ძალიან უყვარდა წვეულებები. მისი საღამოების შემდეგ გასახდელში ალკოჰოლის სუნი იდგა, თანაგუნდელებსაც ითრევდა. ამიტომ გადავწყვიტე, წასულიყო.

სილვიო ბერლუსკონის ვუთხარი, რომ მას საუდის არაბეთში ვუშვებდით. მკითხა, როგორი ადამიანი იყო. ვუპასუხე, რომ გართობა და წვეულებები ძალიან უყვარდა. მეორე დღეს კი გაზეთში წავიკითხე, რომ რონალდო მილანში გადავიდა.“

შეგახსენებთ, რომ ფაბიო პაკელომ სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს დაასრულა. ბოლოს იტალიელი ჟიანგსუ სუნინგს წვრთნიდა, იქამდე კი 3 წელი რუსეთის ნაკრებს ედგა სათავეში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები