პატრის ევრა, ლამინ იამალი
Aa
Aa

კარიერის პიკში იამალს შევჭამდი | პატრის ევრა ლამინზე

მან. იუნაიტედის ყოფილი მცველი პატრის ევრა დარწმუნებულია, რომ კარიერის პიკში ლამინ იამალს გაანეიტრალებდა. 45 წლის ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც „წითელ ეშმაკებთან’’ ერთად პრემიერლიგა 5-ჯერ მოიგო, ESPN-ს ესაუბრა.

პატრის ევრა: "კარიერის პიკში მყოფი ევრა იამალის წინააღმდეგ: მას ცოცხლად შევჭამდი. მაპატიე, ლამინ. მიყვარხარ... მაგრამ ჰკითხეთ კრიშტიანუს, ჰკითხეთ მესის, ჰკითხეთ სხვა ფეხბურთელებს, როდესაც ისინი ჩემს წინააღმდეგ თამაშობდნენ, მე კარგი მეგობარი არ ვარ."

ევრამ სანაკრებო კარიერა 2018 წელს დაასრულა, საკლუბო - 2018 წელს. იამალმა პროფესიული კარიერა 2023 წელს დაიწყო. აქედან გამომდინარე, მინდორზე მათი დაპირისპირება არ შედგა.

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ლამინ იამალი დასახელდა (იხილეთ).

ამჟამად, 18 წლის ლამინ იამალი სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება. მოასწრებს თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურისთვის გამოჯანმრთელებას, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მისი შრომა და თავდადება დასაფასებელია | სანიოლმა იეგოიანზე ისაუბრა
მისი შრომა და თავდადება დასაფასებელია | სანიოლმა იეგოიანზე ისაუბრა