პირველი დიდი სლემი კარიერაში - მირა ანდრეევამ როლან გაროსი მოიგო
როლან გაროსის ფინალში ერთმანეთს მაია შვალინსკა და მირა ანდრეევა დაუპირისპირდნენ.
რუსმა ჩოგბურთელმა საკმაოდ მარტივად, ორ სეტში 6:3 6:2 დაამარცხა და 19 წლის ასაკში, კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო.
პირველი სეტი შედარებით დაძაბული გამოდგა. საწყის 4 გეიმში ჩოგბურთელებმა ჩაწოდებები გაცვალეს, ხოლო შემდეგ ანდრეევამ 2 ბრეიკი შეასრულა.
მეორე სეტი მირას სრული უპირატესობის დაიწყო და 2 ბრეიკი შეასრულა. მეტიც, მატჩზეც აწვდიდა და ჩემპიონშიფ ფოინთიც ჰქონდა, მაგრამ შვალინსკამ ერთი ბრეიკი შეასრულა და ანდრეევას ჩემპიონობა რამდენიმე წუთით გადაიდო. საბოლოოდ, რუსმა ჩოგბურთელმა პირველი დიდი სლემის ტურნირი მაინც მოიგო.
შეგახსენებთ, რომ მაია შვალინსკა როლან გაროსზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა და ფინალამდე გააღწია. პოლონელმა ჩოგბურთელმა 1303 სარეიტინგო ქულა დააგროვა და WTA-ს რეიტინგში 21-ე ადგილზე აღზევდა.
რაც შეეხება ანდრეევას, მას 5751 ქულა დაუგროვდა და მსოფლიო რეიტინგში მე-6 ადგილზე აღზევდა.