სრული კრახი - ბასილაშვილი შტუტგარტის კვალიფიკაციაზე 309-ე ნომერთან დამარცხდა
შტუტგარტის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 309-ე ნომერს მარკ-ანდრეა ჰოისლერს დაუპირისპირდა და ორ სეტში 1:6 5:7 დამარცხდა.
პირველი სეტი სრული კატასტროფა იყო. ბასილაშვილმა თავისი ორი ჩაწოდება დათმო, ხოლო მეტოქის მოწოდებისას არცერთი ბრეიკ პოინტი არ ჰქონდა.
მეორე სეტი განსხვავებული გამოდგა, სადაც ნიკოლოზი საკუთარ ჩაწოდებაზე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მე-5 და მე-6 გეიმებში მოთამაშეებმა ჩაწოდებები გაცვალეს. იმ დროს, როდესაც ანგარიში 5:5 იყო, ჰოისლერმა ბრეიკი შეასრულა და მატჩზე წარმატებით ჩააწოდა.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი 536 ქულით ATP რეიტინგში 118-ე ადგილზე იმყოფება.