შონ სტრიკლენდი, ენტონი ერნანდესი
Aa
Aa

წონა ჩაბარებულია | სტრიკლენდი ერნანდესს დაუპირისპირდება

UFC-ის მომდევნო ღონისძიებას ჰიუსტონი უმასპინძლებს და ძალიან საინტერესო დაპირისპირებებს ვიხილავთ. ღონისძიების მთავარი მოვლენა საშუალო წონაში იქნება და ენტონი ერნანდესი შონ სტრიკლენდს დაუპირისპირდება.

პარასკევს, ჰიუსტონში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში აწონვების ცერემონია გაიმართა. სტრიკლენდმა წონა ჩააბარა და სასწორზე 83.9 კილოგრამი დააფიქსირა. „ფლაფი“ მასზე ოდნავ მძიმეა და 84.3 კილოგრამს იწონის.

წონა ერთადერთმა მებრძოლმა ვერ ჩააბარა. პრელებზე ფილ როუ ჟან-პოლ ლებოსნოიანის დაუპირისპირდება და ქვესაშუალო წონის ლიმიტზე 500 გრამით მეტს იწონიდა, რის გამოც ჰონორარის ნაწილის დათმობა მოუწევს.

ცნობისთვის, ერნანდესს UF-ში ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს და ბოლო რომან დოლიძე დაამარცხა, რომელსაც მეოთხე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით მოუგო. სტრიკლენდი ყოფილი ჩემპიონია და ტიტულის დაბრუნებისკენ ისწრაფვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მნიშვნელოვანი თამაშია, სამი ქულა გვჭირდება“ | ლუის ენრიკე მეცთან მატჩის წინ
„მნიშვნელოვანი თამაშია, სამი ქულა გვჭირდება“ | ლუის ენრიკე მეცთან მატჩის წინ