ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

კრის ჰემსვორთი: მინდა MMA-ში ჩემი შესაძლებლობები გამოვცადო

42 წლის ავსტრალიელი მსახიობი კრის ჰემსვორთი, რომელმაც მსოფლიო აღიარება ფილმ „თორსა“ და „შურისმაძიებლებში“ შესრულებული როლით მოიპოვა, შერეული ორთაბრძოლების დიდი თაყვანისმცემელია და სურს, ერთხელ მაინც გამოცადოს საკუთარი თავი ნამდვილ ორთაბრძოლაში.

„მომწონს ჟორჟ სენ-პიერი, რადგან ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესია, ამავდროულად კი ნამდვილი ჯენტლმენი და ძალიან ჭკვიანი ადამიანი ჩანს. და რა თქმა უნდა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი - ის ავსტრალიელია და ჩემი კარგი მეგობარი.

მინდა MMA-ში ჩემი შესაძლებლობები გამოვცადო. მრავალი წელია ვვარჯიშობ და სპარინგებსაც გავდივარ, თუმცა მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ ერთმანეთი არ დავხოცოთ. არა, რინგზე არ გავიდოდი, თუმცა ჩემი ერთი ნაწილი ამას მაინც ნატრობს. ერთხელ მაინც მინდა ვუთხრა საკუთარ თავს: „აბა, ვნახოთ, რისი გაკეთება შემიძლია?“

შესაძლოა, ეს რომელიმე მათგანთან გამეკეთებინა, ვისაც კარიერა დიდი ხნის წინ აქვს დასრულებული. უბრალოდ ვირბენდი მათ გარშემო, სანამ არ დაიღლებოდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, ყველაფერი იმით დასრულდება, რომ ზურგზე დავვარდები და თვალებში ნაპერწკლების ფონზე ჭერს მივაშტერდები“,

- თქვა ჰემსვორთმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები