„2026 წელს ჩვენი ბრძოლა არ შედგება“ - მახაჩევმა თოფურიაზე კომენტარი გააკეთა
თეთრის სახლის ღონისძიების მონაწილეები, ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე და მათი ბრძოლის თარიღები - ბოლო პერიოდში UFC-ში ძალიან ბევრი საკითხები დაგროვდა, რომელთა გარკვევასაც უახლოეს მომავალში ელოდებიან. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი დენა უაითი ჯერჯერობით კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებს და შესაბამისად, ყველა მის Facebook Live-ს ელოდება, სადაც ქომაგებს უამრავ სიახლეს ატყობინებს. იქამდე კი, საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი თავად მახაჩევმა მოხსნა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ილია თოფურიასთან თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჩემი დაპირისპირება არ იგეგმება, რადგან მას უკვე ჰყავს მეტოქე და ეს დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯია. ვიცი, რომ ამ დაპირისპირების მთავარ მოვლენად ჩანიშვნა იგეგმება და ვარ თუ არა თანახმა ჩემი გარისთან, ან მორალესთან ჩხუბი თანამთავარი მოვლენა იყოს? ამაზე გართულება არასოდეს მქონია, კარიერის დასაწყისში პრელიმების პირველი შეხვედრაც მაქვს ჩატარებული.
იქნება თუ არა კამარუ უსმანი ჩემი მომავალი მეტოქე? UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონში უამრავი ძლიერი მებრძოლია, რომლებიც საჩემპიონო შანსის მიცემას იმსახურებენ. თუნდაც იან მაჩადო გარი და მაიკლ მორალესი. ასე რომ, ილია თოფურიასთან ბრძოლა 2026 წელს ძალიან დიდი ალბათობით არ შედგება და თუ შედგება აუცილებლად ქვესაშუალო წონაში. რატომ უნდა ჩავიდე მსუბუქში, როდესაც 15 კილოგრამით მძიმე ვარ, 20 წლის ბიჭიც აღარ ვარ და თანაც ეს ქამარი არაერთხელ მაქვს მოგებული?!“
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში როგორც ყველა მუსლიმი მარხულობს, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მეტოქის შესახებაც ეცოდინება და მოსამზადებელ კემპს დაიწყებს.