გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

ტრანსფერის დიდი შანსია - გულიაშვილი სარაევოს იანვარში დატოვებს?

საქართველოს ნაკრებისა და „სარაევოს“ შემტევი, გიორგი გულიაშვილი დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბოსნიურ გუნდს დატოვებს და კარიერას შვედურ აიკ-ში გააგრძელებს.

ბოსნია & ჰერცეგოვინული მედია წერს, რომ „სარაევოს“ შვედების მხრიდან გამოხატული დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ქართველი შემტევის შენარჩუნება გაუჭირდება, თუმცა ყველაფერი დიდწილად თავად გულიაშვილზე იქნება დამოკიდებული. თუ 23 წლის ფეხბურთელი შვედეთში გადასვლაში თანახმა იქნება, კლუბი მას წასვლის შესაძლებლობას მისცემს.

სატრანსფერო თანხის რაოდენობა ჯერჯერობით, არ სახელდება, თუმცა Faktor.ba წერს, რომ „სარაევოსთვის“ ეს რეკორდული ტრანსფერი იქნება. საგულისხმოა, რომ გიორგი გულიაშვილის აიკ-ში შესაძლო ტრანსფერზე ჯერ კიდევ ზაფხულში იწერებოდა, თუმცა ბოსნიურმა კლუბმა ქართველი შემტევის შენარჩუნება შეძლო და გაუმჯობესებული კონტრაქტიც შესთავაზა.

გიორგი გულიაშვილი „სარაევოს“ კაპიტანია და მიმდინარე სეზონში ბოსნია & ჰერცეგოვინას ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს ტრანსფერი გარდაუვალია? - სენტ-ეტიენი მზადაა ქართველს შეელიოს
ზურიკოს ტრანსფერი გარდაუვალია? - სენტ-ეტიენი მზადაა ქართველს შეელიოს