მანჩესტერ იუნაიტედი, ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

“ძალიან მეწყინა“ - მანჩესტერს ზაფხულში ბრუნოს გაშვება უნდოდა

BBC Sport-ის ინფორმაციით, ბრუნო ფერნანდეშის გადაბირებით ალ ჰილალი ინტერესდებოდა და მანჩესტერ იუნაიტედს მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს უხდიდა, ხოლო  თავად პორტუგალიელს კვირაში ანაზღაურების სახით 700 000 ევროს სთავაზობდა.

ეს შეთავაზება 31 წლის ნახევარმცველმა დაბლოკა და ეს წითელი ეშმაკების ხელმძღვანელობას არ გაუხარდა. როგორც ჩანს, კლუბში მისი წასვლა სურდათ. ამ ფაქტმა კი ფერნანდეში გაანაწყენა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრუნომ Canal 11-თან ისაუბრა:

„ამ ყველაფერმა ტკივილი მომაყენა და გამანაწყენა. მე ვარ ფეხბურთელი, რომლის კრიტიკაც არავის შეუძლია, რადგან მე ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ. რა თქმა უნდა, წასვლა შემეძლო და გაცილებით მეტი ფულის გამომუშავება შემეძლო. ეს არ გავაკეთე, რადგან მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან მიყვარს.

სამწუხაროდ, კლუბს ჩემი წასვლა სურდა. ვფიქრობ, მათ ამის გამბედაობა არ ეყოთ, რადგან მწვრთნელს ჩემი გუნდში ყოფნა უნდოდა. სიმართლე ისაა, რომ თუ მე ტრანსფერს დავთანხმდებოდი, ხელმძღვანელობა წასვლის საშუალებას იმ წამსვე მომცემდა.“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ნახევარმცველი წითელ ეშმაკებს 2020 წელს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 307 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 103 გოლი გაიტანა და 93 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეყვარებულის ახირების გამო - ადეიემიმ დორტმუნდის დატოვება გადაწყვიტა
შეყვარებულის ახირების გამო - ადეიემიმ დორტმუნდის დატოვება გადაწყვიტა