კიდევ ერთი მაჩვენებლით - კარიმ ჯორდანის რეკორდი მოხსნა
NBA-ს მორიგ ტურში „გოლდენ სტეიტი“ საკუთარ დარბაზში „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ 7-ქულიანი სხვაობით, 120:127 დამარცხდა, თუმცა „მეომრების“ ლიდერსა და მთავარ ვარსკვლავს სტეფ კარის ეს შეხვედრა მაინც გარკვეულწილად დადებითად დაამახსოვრდება, რადგან მან მაიკლ ჯორდანის კიდევ ერთი რეკორდი გააუმჯობესა და ადგილობრივი პუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა.
მას შემდეგ, რაც 30 წლის შესრულდა, „გოლდენის“ 37 წლის მცველისთვის ეს იყო კარიერაში რიგით 94-ე მატჩი, რომელშიც მინიმუმ 35 ქულის დაგროვება მოახერხა, რითაც ჯორდანის მიღწევა გაუმჯობესა. მთლიანობაში კარიმ პარკეტზე გატარებულ 32 წუთში 39 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა, რითაც შეხვედრის MVP სრულიად დამსახურებულად გახდა. სტეფმა თხუთმეტიდან ექვსი სამქულიანი, ცამეტიდან რვა ორქულიანი და შვიდიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო.
ცნობისათვის, 13 მოგებითა და 13 წაგებით „გოლდენ სტეიტი“ NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. სტეფ კარის კი წლევანდელ სეზონში საშუალოდ 28.5 ქულას, 3.8 მოხსნასა და 4.1 ასისტს აგროვებს.