დონჩიჩის 35 ქულისა და ლებრონის ორმაგი დუბლის მიუხედავად | სპურსმა ლეიკერსს მოუგო
ვიქტორ ვემბანიამას გარეშე მოთამაშე „სან ანტონიო სპურსმა“ სტუმრად „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ 132:119 მოუგო და NBA-ის თასის ნახევარფინალში გავიდა.
ტეხასელებს სტეფონ კასლმა ულიდერა - 30 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, დეაარონ ფოქსს 20 ქულა, ხოლო კელდონ ჯონსონს 17 ქულა ჰქონდა. რაც შეეხება „ლეიკერსს“, ლუკა დონჩიჩმა 35 ქულას, 5 მოხსნასა და 8 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი, მარკუს სმარტმა შეხვედრა 26 ქულით, 3 მოხსნითა და 1 ასისტით დააგროვა, ხოლო ლებრონ ჯეიმსს სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა - 19 ქულა, 15 მოხსნა, 8 ასისტი.
დღესვე გამართულ კიდევ ერთ მეოთხედფინალში „ოკლაჰომა სითი თანდერმა“ „ფინიქს სანსი“ გაანადგურა - 138:89. ამგვარად, NBA-ის თასის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია - 14 დეკემბერს „სპურსი“ „ოკლაჰომას“ ესტუმრება, ხოლო გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ნიუ-იორკ ნიქსს“ უმასპინძლებს.