ვინისიუს ჟუნიორი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ვარჯიშზე თანაგუნდელებს მოუბოდიშა | ვინისიუსი ჩაბი ალონსოსაც დაელაპარაკა

ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში „ელ კლასიკო“ გაიმართა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალმა“ „ბარსელონა“ 2:1 დაამარცხა და მატჩს სკანდალური მომენტების გარეშე არ ჩაუვლია. 72-ე წუთზე, როცა ჩაბი ალონსომ ვინისიუს ჟუნიორი შეცვალა, ბრაზილიელი უკმაყოფილო დარჩა — მოედანი განრისხებულმა დატოვა და თქვა: „ყოველთვის მე! გუნდიდან მივდივარ! უმჯობესია, თუ წავალ!“

„ელ კლასიკოს“ დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ვინისიუსმა განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, თუმცა ალონსო არ უხსენებია. Cope-ს ცნობით, ბრაზილიელმა თანაგუნდელებსაც მოუბოდიშა — ეს ერთ-ერთ ვარჯიშამდე გააკეთა. ესპანურმა გამოცემამ დეტალებიც გაასაჯაროვა.

Cope-ს ინფორმაციით, ვარჯიშის დაწყებამდე ვინისიუსმა თანაგუნდელები შეკრიბა და აუხსნა ის, რაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა. იმ მომენტში ბრაზილიელი მხოლოდ ფეხბურთელებს ესაუბრა, ხოლო სამწვრთნელო შტაბის წევრები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, რის გამოც Cadena Ser-მა განაცხადა, რომ ვინისიუსს ალონსოსთან ურთიერთობა პრაქტიკულად აღარ აქვს.

Cope-ს ცნობით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თანაგუნდელებთან საუბრის შემდეგ, ვინისიუსი ალონსოს პირადად დაელაპარაკა და ბოდიში მოუხადა. როგორც მოთამაშეებმა, ისე სამწვრთნელო შტაბის წევრებმა მისი ბოდიში მიიღეს და „რეალში“ მიაჩნიათ, რომ კონფლიქტი ამით დასრულებულია. თუმცა უცნობია, ბრაზილიელმა საკუთარ პოსტში ალონსო რატომ არ ახსენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დასაბრუნებლად საუკეთესო მომენტი უნდა შევარჩიოთ“ | უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეზე
„დასაბრუნებლად საუკეთესო მომენტი უნდა შევარჩიოთ“ | უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეზე