„შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ უნდა ვთქვა“ - რეალის ყოფილი ფეხბურთელი ვინისიუსზე
„ელ კლასიკოს“ მიმდინარეობისას ვინისიუს ჟუნიორის ქმედებამ როგორც ყოველთვის დიდი აურზაური გამოიწვია. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა მაშინ, როდესაც შეიტყო, რომ ჩაბი ალონსო მას ცვლიდა, ეს ყველაფერი საჯაროდ გააპროტესტა, რითაც უკმაყოფილო არამხოლოდ ბასკი სპეციალისტი, არამედ „რეალის“ გულშემატკივართა უმეტესობა გახდა. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „სამეფო კლუბის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალფონსომ, რომელმაც „ბლანკოსის“ ხელმძღვანელებს პირდაპირ ვინისიუსის გაყიდვისკენ მოუწოდა:
„ვინისიუსში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. შეიძლება ახლა რასაც ვიტყვი, ბევრმა გამაკრიტიკოს, თუმცა... მას ახლავე გავყიდდი და მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდს დავიმატებდი - ამ პოზიციაზე გაძლიერება „რეალს“ ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. თუნდაც ერლინგ ჰოლანდი სამეფო გუნდს ძალიან მოუხდებოდა, რადგან ის გოლების მანქანაა. არ მომწონს ვინისიუსის საქციელი არც მოედანზე და არც მის მიღმა, რის გამოც ჩემი პოზიციის სისწორეში ბოლომდე ვარ დარწმუნებული“.
ცნობისათვის, მადრიდულმა სპორტულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ „ელ კლასიკოს“ მიმდინარეობისას გამოხატული საჯარო პრეტენზიების გამო, ჩაბი ალონსომ ვინისიუსი საბოლოოდ აითვალწუნა და მისი გაშვება გადაწყვიტა.