დიუგარი: ვინისიუსი აუტანელია, სულ წუწუნებს, სულ რაღაცას ითხოვს
კრისტოფ დიუგარიმ განაცხადა, რომ ვინისიუს ჟუნიორი „მუდმივად წუწუნებს“. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი კრიტიკული შეფასებებით ხშირად გამოირჩევა. ლამინ იამალის შემდეგ, ბრაზილიელის ჯერი დადგა.
„მომეწონა მბაპეს მატჩი, როგორც მისი თამაში, ასევე მისი ქცევა. ვინისიუსისგან განსხვავებით, რომელიც აუტანელია. ის ყოველთვის წუწუნებს – მსაჯებზე, მეტოქეებზე. ახლა კი თავის მწვრთნელს შეურაცხყოფა მიაყენა. შეიძლება განაწყენებული იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან შორს მიდის.
მისი გამოსვლები არ არის სათანადო დონეზე. ის მაღიზიანებს, სულ წუწუნებს, სულ რაღაცას ითხოვს. ის ჯერ კიდევ შორს არის ბოლო სეზონების დონისგან. მან თავი უნდა გადააფასოს.
ის მომავალი „ოქროს ბურთის“ მფლობელი, ბრაზილიის ნაკრების ლიდერი, რეალის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მას სხვა რამის ჩვენება სჭირდება, თუ სურს წინა დონეზე დაბრუნება. თუ არაფერი შეიცვალა, ფლორენტინო პერესი მას მოიშორებს“,
– განაცხადა საფრანგეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა.