ისლამ მახაჩევი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„ერთი მათგანი მეორესთან ცალსახა ფავორიტია“ - პროგნოზი მახაჩევი-მადალენას ჩხუბზე

რაც უფრო ახლოვდება 16 ნოემბერი, მით უფრო ბევრი საუბრობს UFC-ის ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ბრძოლაზე, სადაც ჯეკ დელა მადალენა ტიტულის დაცვას ისლამ მახაჩევთან დაპირისპირებაში შეეცდება. დაღესტნელი მებრძოლი მომავალი შეხვედრისთვის განსაკუთრებული პროგრამით ემზადება, რადგან დიდი სურვილი აქვს რამდენიმე წლის წინ დასახულ მიზანს მიაღწიოს და ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდეს. მახაჩევი-მადალენას ჩხუბზე კომენტარი ამერიკელმა მებრძოლმა გაბრიელ ბონფიმმა გააკეთა და ცალსახა ფავორიტი დაასახელა:

„ვფიქრობ ისლამი გაიმარჯვებს, რადგან ის უნივერსალური მებრძოლია, რომელსაც სუსტი წერტილი არ აქვს. მადალენა შთამბეჭდავ ჩემპიონს არ ჰგავს და მან ქამარი იღბლის წყალობით მოიპოვა. ვნახე მახაჩევის წონის მომატების შემდეგ გადაღებული ფოტო და ვიდეო-მასალა და ის კიდევ უფრო ძლიერი გახდა. რაც შეეხება ტექნიკას, ისლამი მადალენაზე ერთი თავით მაღლა დგას და ვფიქრობ, იოლად გაიმარჯვებს“.

ცნობისათვის, ჯეკ დელა მადალენამ ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ტიტული ბელალ მუჰამადის დამარცხებით მოიპოვა, ხოლო ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ბოლოს იანვარში, რენატო მოიკანოს ძლევით დაიცვა, რის შემდეგაც ქვესაშუალო დივიზიონში აინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყელში ამომივიდა“ - სეხუდომ კარიერის დასრულება დააანონსა
„ყელში ამომივიდა“ - სეხუდომ კარიერის დასრულება დააანონსა