მერაბ დვალიშვილი, თი ჯეი დილაშოუ, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მერაბისთვის კონკურენციის გაწევა, თუ უნდა - ეს გააკეთოს“ - რჩევა უმარს

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი სუპერმსუბუქ წონაში, თი ჯეი დილაშოუ, უმარ ნურმაგომედოვს ურჩევს, ისარგებლოს მისი ფიზმომზადების მწვრთნელის, სემ კალავიცას მომსახურებით, რომელმაც ხამზატ ჩიმაევი დრიკუს დუ პლესისთან ხუთრაუნდიანი დაპირისპირებისთვის მოამზადა.

ამერიკელის აზრით, რუსმა მებრძოლმა, რომელმაც გასულ უქმეებზე პრეტენდენტთა ბრძოლაში მარიო ბაუტისტა დაამარცხა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი კარდიო მერაბ დვალიშვილთან რევანშში მოსაგებად, შესაძლოა არ იყოს საკმარისი.

„მიმაჩნია, რომ ბაუტისტას კარდიო უმარისას ჯობდა. ვფიქრობ, უმარი სემ კალავიცასთან Training Lab-ში უნდა გავაგზავნოთ, რათა მან თავისი ფიზიკური მომზადება გააუმჯობესოს და მერაბთან კონკურენცია შეძლოს.

უმარი ძალიან მაღალ ტემპში მუშაობს და ამის, ასევე თავისი ტექნიკური მომზადების წყალობით, მეტოქეებს ამუშავებს. მაგრამ თუ ისინი არ ვარდებიან, ასეთი მაღალი ტემპი თავს იჩენს. უმარის მსგავსი ადამიანი მეცნიერულად უნდა მოამზადო, როგორც ამას სემ კალავიცა აკეთებს, რათა ის შემდეგ დონეზე აიყვანო, და მაშინ ის სრულიად შეძლებს მერაბისთვის კონკურენციის გაწევას“.

– განაცხადა დილაშოუმ Jaxxon-ის პოდკასტში.

წინა დღეს უმარ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ ის არ დაელოდება მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის სატიტულო ბრძოლის გამარჯვებულს, რომელიც 6 დეკემბერს UFC 323-ზე ლას-ვეგასში შედგება - იგი უკვე იანვარში გეგმავს ოქტაგონზე დაბრუნებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები