მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმარი მერაბთან ჩხუბს იმსახურებს“ | სეხუდომ დვალიშვილზე ისაუბრა

ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილის მომავალ მეტოქეებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. „ტრიპელ სის“ მიხედვით, პიოტრ იანის დამარცხების შემდეგ „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვთან უნდა იჩხუბოს, რომელმაც მარიო ბაუტისტას მოუგო.

„უმარმა მერაბ დვალიშვილთან უნდა იჩხუბოს. ბაუტისტასთან ნაჩვენები ჩხუბის მიუხედავად, მაინც სამივე რაუნდი მოიგო და მერაბისთვის მთავარი გამოწვევაა. არ მგონია, უმარს დვალიშვილის გარდა, სხვასთან ჩხუბის უფლება ჰქონდეს. თუ შონ ომალი რემატჩს ეგრევე იღებს, ვფიქრობ, იმავეს ნურმაგომედოვიც იმსახურებს.“

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა ბაუტისტა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. უმარმა განაცხადა, რომ საჩემპიონო ორთაბრძოლის მიღება სურს, მაგრამ თუ „მანქანასთან“ ჩხუბი არ ჩაინიშნა, მზად არის, ტიტულის ნომერ პირველი პრეტენდენტის სტატუსისთვის დეივისონ ფიგერედოსთან ან აიმან ზაჰაბისთან იჩხუბოს.

ცნობისთვის, UFC-ის რეიტინგების ბოლო განახლების შემდეგ უმარი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში პირველ ადგილზე გადავიდა. მან შონ ომალის გადაუსწრო, ხოლო მერაბის მომდევნო მეტოქე, პიოტრ იანი მესამე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვამბობ, რომ ცუდად თამაშობს, მაგრამ...“ | სქოულზმა ლივერპულის მეკარეებზე ისაუბრა
„არ ვამბობ, რომ ცუდად თამაშობს, მაგრამ...“ | სქოულზმა ლივერპულის მეკარეებზე ისაუბრა