გიორგი მამარდაშვილი, პოლ სქოულზი
Aa
Aa

„არ ვამბობ, რომ ცუდად თამაშობს, მაგრამ...“ | სქოულზმა ლივერპულის მეკარეებზე ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, „ლივერპულის“ კრიზისულ პერიოდზე ისაუბრა. სქოულზმა დაასახელა ფაქტორი, რომელსაც, მისი თქმით, ბევრი საფეხბურთო ექსპერტი უყურადღებოდ ტოვებს — ეს ალისონ ბეკერის არყოფნაა.

„ვფიქრობ, მეკარის არყოფნა დიდი დანაკლისია. ყველანი ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი უკავიათ გოლკიპერებს თანამედროვე ფეხბურთში. ალისონი ნამდვილად სერიოზული დანაკლისია. არ ვამბობ, რომ ეს მეკარე (გიორგი მამარდაშვილი იგულისხმა) ცუდად თამაშობს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ყველა დარტყმა გოლია — და ეს კარგი ნიშანი ნამდვილად არ არის,“ — აღნიშნა სქოულზმა.

საინტერესოა, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ალისონმა მოედანზე 540 წუთი გაატარა და 7 გოლი გაუშვა, ხოლო კარში წასული ბურთების 56.3% მოიგერია. თავის მხრივ, მამარდაშვილმა 270 წუთში ასევე 7 გოლი გაუშვა, თუმცა მოგერიებული დარტყმების პროცენტული მაჩვენებელი მას უკეთესი აქვს — 66.7%.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის ეგიდით ზედიზედ ოთხი შეხვედრა წააგო და 15 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება. „წითლები“ მომდევნო მატჩს 1 ნოემბერს გამართავენ — „ენფილდზე“ მათი მეტოქე „ასტონ ვილა“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი საქციელი გულუბრყვილო და გამაოგნებელი იყო“ - ლივერპულის ექს-ფეხბურთელმა მამარდა გააკრიტიკა
„მისი საქციელი გულუბრყვილო და გამაოგნებელი იყო“ - ლივერპულის ექს-ფეხბურთელმა მამარდა გააკრიტიკა