„მისი საქციელი გულუბრყვილო და გამაოგნებელი იყო“ - ლივერპულის ექს-ფეხბურთელმა მამარდა გააკრიტიკა
ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯონ ოლდრიჯმა „ბრენტფორდისა“ და „ლივერპულის“ მატჩზე, რომელშიც „წითლები“ 3:2 დამარცხდნენ, თავისი მოსაზრება დააფიქსირდა და გიორგი მამარდაშვილი სარისკო პასების გამო გააკრიტიკა.
რას ამბობს ოლდრიჯი:
„თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც დავინახე როგორ გაუკეთა რამდენიმე გადაცემა მამარდაშვილმა კონორ ბრედლის პასი სახიფათო ზონაში, რასაც პირველივე წუთებში „ბრენტფორდის“ მხრიდან ხიფათი და გოლი მოჰყვა.“
„მამარდაშვილს უნდა სცოდნოდა, რომ ასეთ პასებს „ბრენტფორდის“ მხრიდან ხიფათი მოყვებოდა და არ იქნებოდა სამარცხვინო, თუ ბურთის შენარჩუნებების მაგივრად ბურთს შორს გადააგდებდა და ამით რთულ სიტუაციებს აირიდებდა. ეს ძალიან გულუბრყვილო და გამაოგნებელი იყო.“
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის გასულ ტურში, „ლივერპული“ „ბრენტფორდთან“ 3:2 დამარცხდა, გიორგი მამარდაშვილს კი ამ მატჩში 5 მოგერიება ჰქონდა. საგულისხმოა, რომ მერსისაიდულმა გუნდმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-4 შეხვედრა წააგო.