მედიის შეფასება: “მამარდაშვილის თავდაჯერება აშკარად იზრდება“
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლივერპული ბრენტფორდს ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და რამდენიმე კარგი მოგერიება შემოგვთავაზა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი მეკარის თამაში მერსისაიდულმა გამოცემებმა შეაფასეს.
Liverpool.Com:
„ფეხით თამაში ისევ უჭირდა. შადეს დარტყმის მოგერიება შეეძლო, მაგრამ ბურთს ბადეში შესვლის უფლება მისცა. ორი კარგი მოგერიება ჰქონდა და დამსგორს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.“
LiverpoolEcho:
„გაშვებული გოლების დროს ვერაფერი მოიმოქმედა, თუმცა შორიდან დარტყმები გააუვნებელყო.“
This is anfield:
„ლივერპულის მეკარის როლში მისი თავდაჯერება აშკარად იზრდება, მაგრამ გოლებს მაინც უშვებს. ეს დაცვის სისტემის არასტაბილურობის გამო ხდება. ის უკვე იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია თანაგუნდელებს მითითებები მისცეს. მატჩის დროს დავითივით ღრიალებდა.“
შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო და მამარდაშვილს ინგლისის ჩემპიონატში მოგება არ აქვს. ამ მომენტისთვის, მერსისაიდული გრანდი 15 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში არნე სლოტის გუნდი ასტონ ვილას უმასპინძლებს.