ჟორჟი გოლთან ახლოს იყო - ვილიარეალმა ვალენსიას სტუმრად მოუგო
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ვალენსიას ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. როგორც ყოველთვის, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.
ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 79 წუთი დაყო და საკმაოდ ნაყოფიერი მატჩიც ჰქონდა.
პირველ ნახევარში ჟორჟი აქტიურობდა, თუმცა 100%-იანი მომენტი არ ჰქონდა. მეორე ნახევარში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მეკარემ აჯობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე გოლის ეპიზოდში ჟორჟმა მონაწილეობა მიიღო და გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ დღემდე ყველა ტურნირზე ერთად, ვილიარეალის მაისური 9-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება მარსელინოს გუნდს, 10 ტურის შემდეგ, 20 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ყვითელი წყალქვეშა ნავი რაიო ვალეკანოს უმასპინძლებს.