სენტ-ეტიენი
Aa
Aa

სენტ-ეტიენის მარცხი ანსისთან | დავითაშვილი ასისტთან იყო ახლოს

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-11 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „ანსის“ ესტუმრა და 0:4 დამარცხდა.

მასპინძლები მე-6 წუთზე დაწინაურდნენ, თავი ანტუან ლაროსმა გამოიჩინა. მე-8 წუთზე ზურიკოს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. მე-13 წუთზე იგორ მილადინოვიჩი უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს და „მწვანეები“ უმცირესობაში დარჩნენ. 67-ე წუთზე ქუენტინ პარისმა „ანსის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, რასაც 71-ე წუთზე ბენ ჰამედ ტურეს მესამე გოლიც მოჰყვა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავი ტიბო რამბომაც გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზურიკომ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 74 წუთი ითამაშა. დავითაშვილმა Sofascore-ისგან 7.0-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 32 შეხება ბურთთან, 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 1 საკვანძო პასი, 3-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 25-დან 23 ზუსტი პასი (92%), 2 ზუსტი გრძელი პასი, 5-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა. ბუდუმ 6-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები.

ზურიკოს გამორჩეული მომენტები

11 მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 20 ქულით ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „მწვანეები“28 ოქტომბერს შინ „პოს“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას პირველი საგოლე მოქმედება ლიგა 1-ის სეზონში | ჰაკიმის დუბლი
კვარას პირველი საგოლე მოქმედება ლიგა 1-ის სეზონში | ჰაკიმის დუბლი