ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

ჰაიდენჰაიმის მორიგი მარცხი - ბუდუ შესვენებაზე შეცვალეს

ბუნდესლიგის მერვე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

პირველი გოლი მე-18 წუთზე ასლანიმ გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს, როცა ტიმ ლემპერლემ გამოიჩინა თავი. 63-ე წუთზე ანდრეი კრამარიჩმა „ჰაიდენჰაიმს“ მესამე გოლი გაუტანა. 75-ე წუთზე შტეფან შიმერმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა ეს „ჰაიდენჰაიმის“ მაქსიმუმი აღმოჩნდა.

ბუდუმ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 45 წუთი ითამაშა. ვერც ქართველმა ფორვარდმა და ვერც მისმა თანაგუნდელებმა პირველ ტაიმში მეტოქის კართან რეალური ხიფათის შექმნა ვერ შეძლეს.

ზივზივაძემ Sofascore-ისგან 6.4-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 10 შეხება ბურთთან, 1 წარუმატებელი დრიბლინგი, 5-დან 3 ზუსტი პასი (60%), 3-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა, 3 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. ბუდუმ 4-ჯერ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაჯარიმდა.

8 მატჩის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 4 ქულით ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-17 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბუდუს გუნდი გერმანიის თასზე, 28 ოქტომბერს გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგლიჩიძის მნიშვნელოვანი პასი | ქართველი უდინეზეს გამარჯვებაში დაეხმარა
გოგლიჩიძის მნიშვნელოვანი პასი | ქართველი უდინეზეს გამარჯვებაში დაეხმარა