IFFHS-ის ჯილდო - მამარდაშვილი ნომინანტებს შორის მოხვდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ასოციაცია თითოეულ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელს ყოველწლიურად ასახელებს და ბუნებრივია, გამონაკლისს არც მეკარეები წარმოადგენენ. სანამ რჩეული დასახელდება კი ვლინდება ის 20 გოლკიპერი, რომელიც ჯილდოსთვის იბრძოლებს. ჩვენთვის ბუნებრივია სასიხარულოა რომ 2025 წლის ლაურეატებს შორის მოხვდა „ლივერპულის“ ქართველი კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი, ნომინანტების სრული სია კი ასე გამოიყურება:
ბარტ ვერბრიუგენი (ბრაიტონი), დავიდ რაია (არსენალი), დიოგუ კოშტა (პორტუ), ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი), გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), გრეგორ კობელი (დორტმუნდი), იან ობლაკი (ატლეტიკო), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ლუკა შევალიე (პსჟ), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რობერტ სანჩესი (ჩელსი), ტიბო კურტუა (რეალი), უნაი სიმონი (ბილბაო), იან ზომერი (ინტერი), ალისონი (ლივერპული), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), იასინ ბუნუ (ალ-ჰილალი), ანდრე ონანა (ტრაბზონი), ზიონ სუძუკი (პარმა), ლუის მალაგონ ველასკესი (ამერიკა).
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ გასულ ზაფხულს „ვალენსიადან“ შეუერთდა და წლევანდელ სეზონში კლუბის მიერ ჩატარებული ცამეტი მატჩიდან ოთხი სრულად ითამაშა, ერთხელ კი მატჩში ცვლილებაზე ჩაერთო.