გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება“ - ალისონი ჯერ არ ბრუნდება

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურში, „ლივერპული“ ხვალ „ბრენტფორდს“ ესტუმრება და 3-მატჩიანი წაგებათა სერიის დასრულებას შეეცდება. მერსისაიდელების წარუმატებელი სვლა „კრისტალ პალასთან“ (1:2) მარცხით დაიწყო, რასაც „ჩელსისთან“ (1:2) და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (1:2) წაგებები მოჰყვა. ცუდი ის არის, რომ ამ სამიდან ორ შეხვედრაში „წითლების“ კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი დადანაშაულება არც ერთ გაშვებულ გოლში არ შეიძლება, მაინც ცუდია, რომ კლუბის კრიზისი ქართველის ასპარეზობის პერიოდს უკავშირდება.

სხვა ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად, დღეს გამართულ „ბრენტორდთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს არნე სლოტს ალისონის დაბრუნების ვადებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა, რაზეც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო პასუხი გასცა.

რას ამბობს სლოტი

ალისონის დაზიანება იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდით, რის გამოც ბრაზილიელ მეკარეს მკურნალობა გარკვეული დროით მეტხანს მოუწევს. ფრიმპონგი მუხლქვეშა მყესების დაჭიმულობის გამო კიდევ მინიმუმ ერთი კვირა ვერ დაგვეხმარება და ხვალინდელ მატჩში ალექსანდრ ისაკის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეგახსენებთ, რომ რვა ტურში დაგროვებული 15 ქულით „ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ ლონდონის „არსენალს“ 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველები ნიჭიერები და წარმატებას მოწყურებულნი არიან“ - ესპანელი აგენტი
„ქართველები ნიჭიერები და წარმატებას მოწყურებულნი არიან“ - ესპანელი აგენტი