შენგელიას 11 ქულა - ბარსელონამ ევროლიგაზე ოლიმპია მილანოს მოუგო
ევროლიგის მორიგ ტურში ბარსელონამ ოლიმპია მილანოს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 74:72 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი თორნიკე შენგელიამაც შეიტანა, რომელიც, როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 28 და 37 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 11 ქულას და 5 მოხსნას მოუყარა თავი.
მატჩის მიმდინარეობისას, შენგელიამ 8-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ზუსტი 4 აღმოჩნდა, ხოლო 4 საჯარიმო ტყორცნიდან 3 გამოიყენა.
5 მოხსნიდან 3 საკუთარ ფარზე შეასრულა, ორი კი მეტოქის. აღსანიშნავია, რომ თორნიკემ არასრულ 29 წუთში პერსონალური ფოლი არ მიიღო.
ცნობისთვის, ბარსელონას ევროლიგაზე 4 მოგება და 3 წაგება აქვს. ამ შედეგით კი კატალონიელები სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებენ. შემდეგ ტურში ბარსა პარტიზანს ესტუმრება.