რაფინია დიასი
Aa
Aa

„კალათბურთელია?“ | რაფინიას მეუღლის რეაქცია FIFA-ს სიმბოლურ ნაკრებზე

FIFA The Best-ის წლევანდელი დაჯილდოება დოჰაში გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოებაზე წლის სიმბოლური ნაკრებიც დაასახელეს და „ბარსელონას“ ფეხბურთელი, რაფინია ტოპ 11-ში ვერ მოხვდა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

FIFA-ს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: ჯანლუიჯი დონარუმა, ვირჯილ ვან დეიკი, ნუნუ მენდეში, ვილიამ პაჩო, აშრაფ ჰაკიმი, პედრი, ვიტინია, ჯუდ ბელინგემი, კოულ პალმეი, უსმან დემბელე, ლამინ იამალი.

სიმბოლური ნაკრების გამოცხადების შემდეგ, რაფინიას მეუღლემ, ტაია ბელოლიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: „ისინი უკვე აღარც მალავენ! 62 საგოლე მოქმედება და სიმბოლურ ნაკრებშიც ვერ მოხვდა. ნუთუ რაფინია კალათბურთელია?“

ცნობისთვის, რაფინია FIFPRO World 11-ის სიმბოლურ ნაკრებშიც ვერ მოხვდა და ოქროს ბურთის გამოკითხვაში მეხუთე პოზიცია დაიკავა. ბრაზილიელმა ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერ თასიც მოიგო და 38 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა სიმბოლურ გუნდში არ შეიყვანეს | FIFA-მ წლის ფეხბურთელად დემბელე დაასახელა
კვარა სიმბოლურ გუნდში არ შეიყვანეს | FIFA-მ წლის ფეხბურთელად დემბელე დაასახელა